„ცოტა რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის, მაგრამ სიმართლეა...“ - ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს
1734466409
რუსს მესაზღვრეებს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე დაკავებული ჰყავდათ დაღესტნელი გოგონები, რომლებსაც საქართველოში გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
„კურიერის“ ინფორმაციით, ოთხივე და ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზეა. გოგონები ამბობენ, რომ ისინი ოჯახში ძალადობას გამოექცნენ.
უფლებადამცველების თქმით, ნათესავები რეგულარულად მიმართავდნენ ძალადობას გოგონების მიმართ, მათ ბავშვობაში ქალური წინადაცვეთა ჩაუტარეს, ხოლო ცოტა ხნის წინ მათმა მშობლებმა ერთ-ერთ მათგანს თავის ბიძაშვილზე დაქორწინება დაუპირა.
ზაფხულში გოგონებმა რეგიონი უფლებადამცველების დახმარებით დატოვეს და ოჯახიდან გაიქცნენ.
„მე ვარ ამინატ გაზიმაგომედოვა, დაბადებული 1998 წელს. ახლა ვიმყოფები საქართველოს საზღვართან, რუსეთის მხარეს საგუშაგოზე. გთხოვთ, არ გადამცეთ ჩემს ახლობლებს, ისინი მოსაკლავად მეძებენ."
„მე ვარ მაგომედოვა ფატიმატი, გთხოვთ, არ ჩამწეროთ ძებნილთა სიაში, რადგან ჩემს მშობლებს სურთ ჩემი პოვნა და მოკვლა. ნუ გადამცემთ მშობლებს."