Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051
ვორონეჟის რაიონის სოფელ ნაროდნოიეში, 11 წლის ბიჭი რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა სახლში გარდაცვლილი დედის ცხედართან ერთად. ამის შესახებ მედია მეზობლებზე დაყრდნობით იუწყება.
13 ოქტომბერს სოციალური სამსახური პოლიციას დაუკავშირდა. ისინი შეშფოთდნენ, რადგან ბიჭი რამდენიმე დღე სკოლაში არ გამოჩენილა. საცხოვრებელ ადგილზე მისულმა პოლიციელებმა კარი გააღეს და ოთახში ბავშვი დედის გვამთან ერთად აღმოაჩინეს. შსს-ს სამხარეო დეპარტამენტის ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
„ცხედარი გადაგზავნა ექსპერტიზაზე, რათა დადგინდეს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. ახლა მეურვეობის ორგანოები ბიჭის ბედს გადაწყვეტენ“, - აცხადებენ დეპარტამენტში.
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568