თოვლი და ქარბუქი - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში
1734494666
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, „უცხოეთის აგენტების“ სიაში რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი და წამყვანი ეკატერინე კოტრიკაძე, ჟურნალისტი ვლადიმერ რომენსკი, ასევე მედიაჰოლდინგ „დოჟდის“ დამფუძნებელი ნატალია სინდეევა, პოლიტოლოგი ტარას ბერეზოვეცი, ვიდეობლოგერი ივან იაკოვინი და კიდევ რამდენიმე პირი შეიყვანეს.
რუსეთში „უცხოური აგენტების“ სიას იუსტიციის სამინისტრო კვირაში ერთხელ, პარასკევს აქვეყნებს. სიაში მოხვედრილ პირთა უმეტესობა რუსეთში აღარ ცხოვრობს. მათ შორის არის ეკატერინე კოტრიკაძეც, რომელიც „დოჟდში“ მუშაობამდე იყო ტელეკომპანია RTVI-ის წამყვანი, მანამდე კი ტელეკომპანია „პიკ“-ში და „ალანიაში“ მუშაობდა.