1727974750
„გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ, გრიპიანი უნდა დარჩეს სახლში“ - თენგიზ ცერცვაძე
მაღალი ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, ხველება - სეზონურ ვირუსებსა და სიმპტომებზე "კურიერთან" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.
ინფექციონისტის განმარტებით, ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ბოლო მონაცემებით, გავრცელებულ დაავადებებს შორის ყველაზე უფრო ხშირად გრიპის შემთხვევები ფიქსირდება, შემდეგ კი რესპირატორული ვირუსებით გამოწვეული ინფექციები, რომლის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები ბავშვები არიან.
თენგიზ ცერცვაძე რეკომენდაციებსაც გასცემს და მცდარს უწოდებს იმ მოსაზრებას, თითქოს სეზონურ გრიპზე აცრა დაგვიანებულია.
"საქართველოში დღეს შემთხვევების რაოდენობა, მათ შორის, გრიპის თუ სხვა რესპირაციული ინფექციების, არ აღემატება საქართველოსთვის არსებულ წლიურ საშუალო ნორმას - 50%-52% მოდის მოდის გრიპზე. ამის გარდა, მეორე ადგილზე სიხშირით არის რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციები. განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ბავშვები. გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ ატაროს პირბადე. გრიპიანი უნდა დარჩეს სახლში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენა და ოთახის განიავება," - განაცხადა ცერცვაძემ.
ასევე ნახეთ: