„გონს მოეგეთ, მოყვასნო... შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს, კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი...“ - 20 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა, მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა

წმ. გაბრიელ (ურგებაძე) აღმსარებელი და  სალოსი

„ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიან და აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა. ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს - ყველაფერ ცუდს, ჩვენი ერი ითვისებს.

მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!"-  წმინდა გაბრიელი აღმსარებელი სალოსი.

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შერაცხა.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, რომ წმინდა სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე მამა გაბრიელი, სინოდის სხდომამ, წმინდანად შერაცხა. 

„წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნეს წმინდანად", - ნათქვამია სინოდის განჩინებაში. ამასთან, მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება და მას გადაასვენებენ სამთავროს ტაძარში. დაიწერება წმინდა არქიმანდრიტის ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი.

მამა გაბრიელის ხსენების დღე - 2 ნოემბერი დაწესდა.

მამა გაბრიელს - ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი ეწოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავის მოსალოცად ჩაბრძანდა.

 

შეგახსენებთ, რომ მამა გაბრიელი, სიცოცხლის ბოლო წლებში, მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III -ს კოშკში ცხოვრობდა.

1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე, ერთი თვით ადრე, საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ, გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

1995 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაკრძალეს ბერმონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე.

არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად, უხრწნელია. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი, სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი.

მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი, ასევე არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ გაბრიელის საფლავზე დაშვებული წმინდა სვეტი მას წმინდანად შერაცხავს.

ქართველი საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი, ბერი, ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდანად შერაცხა, მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.

2014 წლის 22 თებერვალს სამთავროს ფერისცვალების მონასტრის ეზოში წმინდა მამა გაბრიელის საფლავი გახსნეს. 22 თებერვალს, დილით, მამა გაბრიელი საფლავიდან აღმოიყვანეს, ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს და სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს.

,რასაც სხვას უსურვებ, ის მოგიბრუნდება… აპატიებ? - გეპატიება! გიყვარს? - ეყვარები! გძულს? - შეგიძულებს!.. ეხმარები? - დაგეხმარება!..

ნუ მოსთხოვ სხვას, იყოს მაღალი დონის ქრისტიანი!.. ეს ჯერ შენ შეძელი… შენ დადექი ყველა წყენაზე, გაბრაზებაზე, შეურაცხყოფაზე მაღლა!..

თითებზე ნუ ჩამოთვლი, ვის უყვარხარ, ვის არა!.. შენ შეეცადე, თუ ყველა არ გეყვარება, ერთიც არ გძულდეს!..

ნუ გაბრაზდები სხვის არაადეკვატურ მიდგომებზე… მას ასე ესმის… მისი გონება მეტს ვერ სწვდება!.. პირიქით, შეიცოდე და სიკეთე უსურვე…

არ მოიცალო ლანძღვისთვის, გინებისთვის… არ მოუსმინო, არ დაინახო… დროზე გაეცალე აგრესიულ გარემოს!.. ზეციდან ყველა ჩვენგანი მივიღებთ პასუხს…”- წმინდა მამა გაბრიელი.