EXCLUSIVE: „მუხლებამდე დავინახე მისი უხრწნელი სხეული, ხორცი ჩვეულებრივი იყო, ფერი კი მუქი ყავისფერი ჰქონდა...“- „პრაიმტაიმმა“ ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილი გადაიღო

ბერი გაბრიელის უხრწნელი გულის კუნთოვანი ნაწილი

„ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შინ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო, შენს წინაშე ლოცვა და შენი წმინდა სჯულის დაცვა, რომ შენდამი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმინდა სჯულით ვიაროთ, ამინ!“ - წმინდა გაბრიელ ბერის ლოცვა. 

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შერაცხა და ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი უწოდა.

ქართველი სასულიერო პირი (არქიმანდრიტი) და მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი გაბრიელი (ურგებაძე), (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე), მართლმადიდებლურ ეკლესიაში — წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი - სალოსი, დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში.

 

მამა გაბრიელი, სიცოცხლის ბოლო წლებში, მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში ცხოვრობდა. 1995 წელს, ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა.

გარდაცვალებამდე, ერთი თვით ადრე, საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ, გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაიკრძალა ბერ - მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე.

ამბობენ, რომ არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად – დღემდე უხრწნელია.

მორწმუნეთა გადმოცემით, მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი, სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

წლების განმავლობაში, მამა გაბრიელი უპირატესად, ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, სინანულზე, სიმდაბლესა და სიკეთეზე უქადაგებდა მასთან მისულთ.

„დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ, მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში რაშიც განიკითხავ სხვას“- ბერი გაბრიელი.

ახალ კელიაში გადასვლის შემდგომ (1995 წლის ოქტომბერი – რედ. შენიშვნა), მკვეთრად და მძლავრად დაიწყო საუბარი ბოლო ჟამზე. ყველა მომსვლელს ეუბნებოდა, რომ ბოლო ჟამისეულ ეპოქაში ცხოვრობდნენ:

„ანტიქრისტე მთელს დედამიწაზე გამეფდება, როგორც სახარებაში წერია. ღმრთისმშობელის, ცისა და ქვეყნის დედოფლის მოწყალებით, საქართველოში სხვებთან შედარებით მცირე დევნა იქნება. ეს შედარებით მცირე დევნა იმდენად შვება იქნება ქრისტიანთათვის, რომ მრავალი გადასარჩენი სულები თავს საქართველოში მოიყრიან.

კვალად გეუბნებით, ნუ შეშინდებით! ვისაც რწმენა მხოლოდ გონებაში ექნება, ისინი ყველანი მიიღებენ ბეჭედს, ხოლო ვისაც გულში, ისინი – არა. ასევე გეუბნებით, ნუ გახდით ფილოსოფიის საგნად ანტიქრისტეს ცნობას; სულიწმიდა ყველას მოგცემთ მის ცნობას გულში, აქ მთავარია, ვინ მოუსმენს და ირწმუნებს, სულიწმიდისეულ ამ ჩურჩულს, იმ თესლის მსგავსად, რომელიც პოხიერ ნიადაგზე დავარდა.” – (წიგნიდან „ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია”, გვ. 172-175წმ). 

2014 წლის 22 თებერვალს სამთავროს დედათა მონასტერში დასაფლავებული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა. უამრავი ხალხი მიაწყდა მცხეთას. ამის გამო მონასტრამდე მისასვლელი გზები გადაკეტილი იყო და არც მედიას და ხალხს არ ჰქონდა საშუალება დასწრებოდნენ ამ ფაქტს.

საქართველოს მოსახლეობა დიდი ემოციებით ელოდა წმინდანის საფლავის გახსნას და უამრავი მომლოცველი მონასტრის გარშემო ტერიტორიაზე დიდი იმედით ელოდა მამა ამ პროცესს. განსაკუთრებით ყველას აინტერესებდა მამა გაბრიელის სხეულის დანახვა.

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ, 2 ნოემბერი დააწესა.

მამა გაბრიელი საფლავიდან აღმოიყვანეს, ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს და სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს.

დეკანოზი რევაზ სიხარულიძე, რომელიც ამოსვენებას თვალს ადევნებდა, იხსენებს, რომ დედა ალისიას ინფორმაციით, მამა გაბრიელის სხეულის ნაწილი უხრწნელია. კერძოდ, „კუნთოვანი ქსოვილები შენარჩუნებულია – მუხლებამდე დავინახე მისი უხრწნელი სხეული, ხორცი ჩვეულებრივი იყო, ფერი კი მუქი ყავისფერი ჰქონდაო“.

„პრაიმტაიმი“ სამთავროს დედათა მონასტერს ეწვია, სადაც მამა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის გულის წმინდა ნაწილის გადაღება, სამთავროს წინამძღვრის კურთხევით შეძლო.

2020 წლის 15 იანვარს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მამა გაბრიელის გული, მის წმინდა ნაწილებთან ერთად ჩააბრძანეს.

აქამდე, მამა გაბრიელის გული, სამთავროს დედათა მონასტერში ინახებოდა.

შეგახსენებთ, რომ როდესაც წმინდა მამის სხეულის ამოსვენება მოხდა, მისი დამუშავება განხორციელდა კანონიკურად, გაირეცხა, დამუშავდა კეთილსურნელებით და შეახვიეს შესაბამისად.

გული იყო ერთადერთი კუნთოვანი ნაწილი, რომელიც მთლიანად უხრწნელი იყო, პატრიარქის კურთხევით ინახებოდა მონასტერში.

მამა გაბრიელი, სიცოცხლის ბოლო წლებში, მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში მოღვაწეობდა. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა.

გარდაცვალებამდე, ერთი თვით ადრე, საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ, გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

საქართველო, სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც“...

„ბოლო ჟამს, ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე, სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული – ღმერთს განახვებს“ – ბერი გაბრიელი (არქიმანდრიტი, აღმსარებელი - სალოსი).