დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს- „დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი“, ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი, აბსოლუტური ანალოგია, ათონის მთაზე ივერონის მონასტერში დავანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელსაც „პორტაიტისა“ (კარიბჭისა) ეწოდება.
ხატის მცველები რამდენიმე ხნის წინ, „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ათონის მთაზე და იერუსალიმში მოგზაურობის შესახებ, საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან და აცხადებენ, რომ „სიხარულის მომნიჭებელი" პატრიარქმა უწოდა:
ზურაბ შიოშვილი: „ჩემი ცხოვრება საქართველოს ისტორიას და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, ჯერ კიდევ მაშინ დაუკავშირდა, როდესაც სამაჩაბლოში პირველი ომი იყო. სტუდენტი ვიყავი, როდესაც იქ ჩასვლა მომიწია.
ეს საოცარი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ემოციურიც. შემდეგ, თითქმის მუდმივად მიწევდა სიარული სხვადასხვა კუთხეებში და ამავდროულად, ვაგროვებდი და ვსწავლობდი საარქივო მასალებს.
2011 წლიდან, 5 წლის მანძილზე ჩვენი ხარჯებით გადავწყვიტეთ, მიტოვებული ეკლესიების და ფრესკების გადაღება. ვიყავით ტაო-კლარჯეთში, ლორეში, ათონზე. საქართველოში ახლაც დავდივართ.
რაც ისრაელში დავიწყეთ ჩასვლა და მუშაობა, სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები ვატარეთ, ბევრი რამ შევისწავლეთ, გადავიღეთ და აღვადგინეთ ქართველთა დიდებული ისტორია წმინდა მიწაზე.
ფილმებში ვაცოცხლებდით იქ სახარებისეულ მოვლენებს, საკმაოდ საინტერესო სტატიებს ვაქვეყნებთ ჩვენ გვერდზე „დედოფალი“. დღესაც ასე ვაგროვებთ საქართველოში მიმოფანტულ საუნჯეებს და ვცდილობთ, ეს ყველაფერი შემოვინახოთ, მომავალს შევუნახოთ.
თუ ჩვენი ნაშრომიდან, რაიმე დანაზოგი გვაქვს, ყველაფერი ამ კეთილ საქმეს ხმარდება, სამწუხაროდ, არავინ გვყავს, ვინც ამ პროცესში ფინანსურად დაგვეხმარება და ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამ ყველაფრის მოხერხებას.
ხატის მცველები ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ამ მიკვლევას, საზოგადოება აუცილებლად უნდა გაეცნოს.
„აუცილებლად გაეცანით!.
საზოგადოებამ მრავალი წელია იცის, რომ ჩვენ, გიორგი ჭოლოკავა და ზურაბ შიოშვილი საფუძვლიანად შევისწავლით, ქართველთა ისტორიას წმინდა მიწაზე. ჩვენ მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი იქნა მიკვლეული და ზოგიერთი მათგანი, აღმოჩენის ტოლფასი იყო საქართველოს ისტორიისთვის. დღესაც სწორედ, ასეთ ფაქტზე ვისაუბრებთ.
სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სრულად წაიშალა ქართველთა დიდებული ისტორიის კვალი წმინდა მიწაზე, შემოგვრჩა, რაღაც ფრაგმენტები და საქართველოც მხოლოდ, იმ მცირე შემოთავაზებულ ისტორიას დასჯერდა, რომელსაც ერთ დროს, ქართველთა საკუთრებაში იერუსალიმის ჯვარის მონასტრის არსებობა ჰქვია.
საბოლოოდ ისე გამოიყვანეს მავანმა ისტორია, თითქოს ჯვრის მონასტრის იქით, ბევრი არაფერი გვქონოდეს იქ, ამ დროს ისტორიაში მიმალული ფაქტები სრულიად სხვას გვიჩვენებს. გვიჩვენებს იმას, რომ ქართველებს, უდიდესი როლი ჰქონდათ იერუსალიმის ისტორიაში და უმეტეს წმინდა ადგილებს ფლობდნენ, ან იყვნენ ამ წმინდა ადგილებში.
დღეს ამ ისტორიას ცხადია სრულად არ გიამბობთ, მაგრამ გიამბობთ, კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მიკვლევაზე. ჩვენ ადრე არაერთგზის ვისაუბრეთ, რომ გოლგოთა, ქართველებს ეკუთვნოდათ (ისევე, როგორც აღდგომის ტაძრის სხვა სიწმინდეები).
ჩვენ ადრე, გაჩვენეთ ქართველთა ჯვარი, რომელიც გოლგოთაზე იდგა, ასევე, გოლგოთის ქართველთა კათედრაც, დღეს კი გვინდა წარმოგიდგინოთ (იხ. ფოტო) ვერცხლის რგოლი, რომელიც მაცხოვრის ჯვრის აღმართვის ადგილას იყო.
სამწუხაროდ, ეს ვერცხლის დისკოც გააქრეს ქართველთა კვალის წაშლის მიზნით და დღეს იქ სხვა დისკოა. არც ამ დისკოს არსებობის შესახებ ვხვდებით ინფორმაციას სადმე, თუმცა, ჩვენ მას მაინც მივაგენით და მივაგენით ფოტოსაც.
როგორც გავარკვიეთ, დისკო, ოქროთი და ძვირფასი ქვებით ყოფილა შემკული, მასზე კი, შემდეგი წარწერა იკითხებოდა - ", ქ . ჩუენ , მეფეთ მეფის ერეკლის ასულმან ელენე , შევამკე კვარცხლ- ბეკი ესე ადგილისა წმიდისა გოლგოთისა , რომელსა ზედა აღემართა ძელი ჯვარისა , რათა მეოხ და მფარველ გვეყოს მეუღლით , ძით და ასულით . ქრისტეს აქეთ ჩღკგ"
ამ დისკოს მიკვლევით, სრულიად სხვა სურათის წინაშე ვდგავართ. ქართველები, არა უბრალოდ სტუმრობდნენ წმინდა ადგილებს, ან შემომწირველები იყვნენ, არამედ მათი მფლობელები, სრულიად ქართული იყო.
გოლგოთის ეკლესიაში ყველაფერი იყო ქართული - ჯვარცმა, კათედრა და დისკოც, ინვენტარიც, ეს იყო ქართველთა ტაძარი და შესაბამისად, ასევე სრულიად ქართული იქნებოდა, აღდგომის ტაძრის ყველა დანარჩენი ნაწილი.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ქართველებმა, ყველაზე ბოლოს, აღდგომის ტაძარში მაცხოვრის დილეგი დაკარგეს, რომელსაც სულ ახლახან ჩაუტარდა რესტავრაცია და არავინ ვიცით, კიდევ რა კვალი წაიშალა იქ.
ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს მიკვლევას და თქვენი სახელით, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო გიორგი ჭოლოკავას, რომელმაც დიდი ღვაწლი გასწია ამ სიწმინდის არსებობის მისაკვლევად“, - წერს ხატისმცველი ზურაბ შიოშვილი.