„არსებობს ზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ“ - ცნობილი „ტიკტოკერი“ წყვილი დაშორდა
1769803431
„ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„განსაკუთრებულია მისი როლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში, ერის სულიერ ცხოვრებაში, ქვეყნის განვითარებაში.
მინდა, მთელი გულით ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე საქართველოს საკეთილდღეოდ“,- წერს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, დღეს ილია-მეორე 89 წლის გახდა.