პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დეზერტირების ბაზარში ტრაგიკულად გარდაცვლილ პირთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, გარდაცვლილს სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა და არ იყო უსახლკარო.
“ალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ. „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის გავრცელების საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ. სინამდვილეში, გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისტვის რამდენიმე დღის წინ „დეზერტირების ბაზარში“ კაცი სავარაუდოდ გაიყინა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.