„ლოცვა, რომელიც დღეს უნდა თქვათ...“ - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია
1731312844
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის იუბილეა. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ უწმინდესს და უნეტარესს. ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა და უკვე 44 წელია ქართული ეკლესიისა და ქართველი მრევლის სულიერი წინამძღვარია. ჩვენი პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი.
მადლობას ვუხდი ილია მეორეს იმ ღვაწლისთვის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის ეწევა. ეს მართლაც ღვთის წყალობაა. მინდა უწმინდესს და უნეტარესს დიდი მოწიწებით მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენი ერისა და ქვეყნის საიმედოდ!“,- ამბობს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, დღეს ილია მეორეს 89 წელი შეუსრულდა.