„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელს, აკადემიკოსს, პედაგოგს, ფსიქოლოგ შალვა ამონაშვილს, 8 მარტს 91 წელი შეუსრულდა.
საკუთარ დაბადების დღეზე, ბატონი შალვა, სოციალური ქსელის მომხმარებელი გახდა და პირადი ფეისბუკ გვერდი გახსნა, სადაც საზოგადოებას დამეგობრებას სთავაზობს, რომ ბედნიერებაზე, სიკეთესა და სიყვარულზე საკუთარი მოსაზრებები გაუზიაროს.
ცნობილმა ფსიქოლოგმა, სოციალურ ქსელში პირველი პოსტი „ბედნიერებას“ მიუძღვნა, სადაც აცხადებს, რომ ბედნიერება, მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სიყვარულითა და მხარში დგომით მიიღწევა:
„აზრები ბედნიერებაზე
რას ვურჩევთ-ხოლმე ერთმანეთს?
ვურჩევთ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს, სიკეთეს, ჯანმრთელობას, წარმატებას, ანუ ყველაფერ იმას, რაც, ჩვენი აზრით, ადამიანს აკლია და ძალიან სჭირდება.
ჩვენ მართლაც გვაკლია ყველაფერი ეს. განსაკუთრებით კი, გვაკლია ბედნიერება, რომელსაც თან სდევს სიხარული. ბედნიერებას ჩვენი ცხოვრების ნათელ მოვლენად განვიცდით.
არანაკლებ გვაკლია სულის ისეთი განცდებიც, როგორიცაა კეთილ აზროვნება, საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვა, სილამაზის განცდა, სამართლიანობა, თანამოძმეთა სიყვარული.
ჩვენ შეგვეძლო ერთმანეთისთვის გვეთქვა: „გისურვებ კეთილ აზროვნებას", „ადამიანებზე ზრუნვას", „სილამაზით ცხოვრებას" და ა. შ. ეს სურვილებიც ბედნიერების წყაროა, მაგრამ ასეთი რამ რომ ვუსურვოთ ერთმანეთს, ამას საჭიროდ არ ვთვლით, ან უხერხულად მიგვაჩნია, ვაი თუ ვაწყენინოთო.
არა და მეტად საჭიროა, რომ ასეთი რამ ვუსურვოთ მოყვასს. რა შეუძლია ჩვენს სურვილებს - „გისურვებ ბედნიერებას, წარმატებას, სიკეთეს"?
თითქოს და ჩვენ პასუხს არ ვაგებთ იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს ჩვენი სურვილი, არც გვგონია, რომ რამეს მოიმოქმედებს. თითქოს და ჩვენ უბრალოდ კეთილი ნება გამოვავლინეთ, ახლობელს კარგი რამ ვუსურვეთ და ამით დასრულდა ყველაფერი.
სინამდვილეში კი ჩვენი სურვილი, ჩვენთვის უხილავი გზებით, მეტად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მით უფრო, თუ სურვილი გულწრფელია, სიყვარულითა და თანაგრძნობით არის სავსე.
სასხვათაშორისო, კეთილ გრძნობათა გარეშე გამოთქმული სურვილები ფუჭი და საზიანოა. ჩვენს კეთილ გრძნობებს იმის ძალა აქვთ, რომ მომავალი მოამწიფოს. მათ შეუძლიათ ადამიანს შესაბამის მოქმედებებისკენ უბიძგონ.
სურვილები მონაწილეობენ ისეთ ვითარების შექმნაში, რაც მათ შინაარსს შეესაბამება. რაც უფრო ხშირად და გულწრფელად ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებასა და სიხარულს გრძნობით წარმოთქმული სიტყვით თუ აზრით, მით უფრო მეტი წარმატება გვექნება ცხოვრებაში.
ასეთი სურვილები და განცდები ჩვენს წარმოდგენებში ყოველთვის უნდა ვუგზავნით ერთმანეთს. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მარტო სურვილი მოყვასის მიმართ „ბედნიერი იყავიო" მთებს ვერ დაძრავს, თუ რაღაცნაირად ერთმანეთს არ შევეშველებით.
ბედნიერება, ერთმანეთის მიმართ სიყვარულითა და მხარში დგომით მიიღწევა. ბედნიერებას სიყვარულით გაჟღენთილი გრძნობები და ერთმანეთისთვის თავდადება აშენებს“ - წერს ამონაშვილი.