პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს, პირველ აგვისტოს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. მაღალი შეფასებით გახარებულ აბიტურიენტებს შორის ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი, შოთიკო ხაჭაპურიძეა.
წარმატებული აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება, 60-დან 60 მიიღო, საკუთარ ქვეყანაში დევნილი 2008 წლის შემდეგ გახდა. „პრაიმტიმმა“ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
- როგორ მიაღწიე მიზანს, რა ძალისხმევა დაგჭირდა ამისთვის?
- ქართული ენისა და ლიტერატურისადმი სიყვარული ადრეული ასაკიდან მქონია. რეპეტიტორთან მომზადებამდე, ლიტერატურით გატაცებული ვიყავი. მთავარი აქ დროის სწორი მენეჯმენტია - არსებობს მითები ღამეების თენების შესახებ და ა.შ. დროის სწორი მენეჯმენტითა და მონდომებით, შესაძლებელია მაქსიმალური ქულის აღება.
- რას ფიქრობ დანარჩენი საგნის შედეგებზე, იქაც მაქსიმალურ ქულებს დაიმსახურებ?
- სიმართლე რომ გითხრათ, დანარჩენი საგნებიდან მაქსიმალურს არ ველი, თუმცა, მიახლოებული უნდა იყოს მაქსიმალურ ქულებთან, რადგან ანალოგიურად ვმეცადინეობდი, როგორც ქართულში.
- რომელ პროფესიას გსურს რომ დაეუფლო, რომელი უნივერსიტეტი აირჩიეთ?
- ეკონომიკას ვირჩევ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამაა.
- საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდი...
- 2008 წლის შემდეგ დევნილი ვარ. სამაჩაბლოში, სოფელ ქურთაში ვცხოვრობდი. გადმოვედით თბილისში, შემდეგ კოდის საჯარო სკოლაში ვსწავლობდი.
- მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 14 წლის წინ მოხდა ყველაფერი, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- მცირე ასაკში რთულია ამ ყველაფრის გაცნობიერება, მაგრამ, ქვეცნობიერში რომ ილექება ასეთი შემთხვევა, როცა იზრდები, მერე აცნობიერებ რა მოვლენა იყო და რა მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ერთგვარ იმპულსს გაძლევს იმისთვის, რომ მთელი შენი ძალისხმევა და ცოდნა მოახმარო იმას, რომ ეს პრობლემა როგორმე აღმოფხვრა, მცირედით მაინც. ყველა აქეთ წამოვედით, იქ აღარავინ დარჩა...