გაიცანით კალათბურთელი ნიკა ჩხაიძე, რომელიც კარიერას ლატვიაში გააგრძელებს და ISM-ის უნივერსიტეტში ისწავლის

კალათბურთელი

ქართველი კალათბურთელი, ნიკა ჩხაიძე კარიერას ლატვიაში გააგრძელებს. სპორტსმენი უცხოეთში  არა მხოლოდ ითამაშებს, არამედ განათლებასაც მიიღებს ამ სფეროში.

კალათბურთელის შესახებ საკალათბურთო კლუბი "ოვერტაიმი" წერს, სადაც ნიკა 10 წლის ასაკიდან თამაშობდა. 

„კიდევ ერთი ქართველი წარმოაჩენს უცხოეთში საქართველოს სახელს, მაგრამ ორმაგად სასიხარულოა, რომ ის ჩვენი აკადემიის მოსწავლეაკიდევ ერთი ნიჭიერი ოვერტაიმელი იასპარეზებს უცხოურ კლუბში,რაც უდიდესი სტიმული და მოტივაციია პატარა თუ დიდი გუნდელებისთვის.

გთავაზობთ ნიკას ინტერვიუდან მოკლე ამონარიდს, სადაც საუბრობს პირველ ნაბიჯებზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმაზე“:

კალათბურთის თამაში 10 წლის ასაკში დავიწყე კლუბ ოვერტაიმში. ჩემი პირველი მწვრთნელი ზურა რაზმაძე იყო. სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი სპორტული წარმატებები

პირველი გუნდი

„ოვერტაიმი“ ჩემთვის ოჯახია. 7 წელია ამ გუნდში ვთამაშობ და არასდროს მდომებია სხვაგან გადასვლა. ზურა და გიორგი რაზმაძეები, საბა ზაქრაძე- არიან ის მწვრთნელები, ვინც საუკეთესო გარემოს ქმნის ყველა ბავშვისთვის, როგორც სპორტული, ისე მეგობრული, ადამიანური ურთიერთობების კუთხით.

მიზანი

კარიერას ვაგრძელებ ლიტვაში, კერძოდ ქ. ვილნიუსში, ISM-ის უნივერსიტეტში, სადაც კალათბურთის თამაშის პარალელურად განათლებას მივიღებ.

რჩევა

პატარა ოვერტაიმელებს ვუსურვებ გაჰყვნენ თავის ოცნებებს და დარწმუნებული ვარ, შრომით და მოთმინებით დიდ წარმატებებს მიაღწევენ

„ჩვენის მხრივ, ნიკას ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას და დასახული მიზნების განხორციელებას. ეს იქნება არამხოლოდ მისი წარმატება,არამედ „ოვერტაიმის“ დიდი ოჯახის კიდევ ერთი გამარჯვება და იმ შრომის დაფასება, რასაც ასე შემართებით, დაუღალავად და თანადგომით გასცემენ კლუბის დამფუძნებელი და ძირითადი მწვრთნელები„,- წერია საკალათბურთო კლუბ „ოვერტაიმის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.