ტონგის მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
1743364990
11 წლის ელენე ელჩიშვილის ფოტომ, რომელიც საახალწლო სათამაშოებს ქსოვს, სოციალური ქსელი მოიცვა.
მეექვსე კლასელი ელენეს დედა „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ საახალწლო თოვლის ბაბუებს იგი სკოლის შემდეგ ამზადებს.
„მე თვითონ მხატვარი ვარ, პატარაობიდანვე სახელოსნოში ტრიალებდა. ფაქტობრივად ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც სულ რაღაცა იქმნებოდა.
საერთოდ არ ჩავრეულვარ, გადაუღო ფოტო, მოძებნა სოციალურ ქსელში ჯგუფი „აწარმოე ქართული“ და თვითონვე დადო.
მანამდე ბისერები დაამზადა, ვერ გაყიდა და ძალიან ინერვიულა, მე ვუთხარი, რომ „რაღაც ისეთი უნდა მონახო, რაც შენი საქმეა და შემდეგ მიხვდები, რომ ზუსტად ეს უნდა გააკეთო“.
ქსოვა ბებიამ ასწავლა, ჩვენთან ძაფების მაღაზიაა, იქ ქალი ქსოვს და ჩავიდა და სთხოვა, მასწავლეო. ამის შემყურე გადავწყვიტე, რომ ერთთვიან კურსზე შემეყვანა. ყველაფერს რასაც დაინახავს უნდა, რომ ისწავლოს და თავის ხასიათს მოარგოს.
არ იყო ხასიათზე, მას შემდეგ, რაც ფოტო დადო ჯგუფში და ბევრი დადებითი კომენტარი წამოვიდა, ძალიან გაუხარდა, ემოციებში იყო. ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა, რომელსაც ბავშვი კი არა მოზარდიც ფიზიკურად კი ვერ მოასწრებდა“, - ამბობს ელენეს დედა.