დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
1000-ზე მეტი ბავშვი, რომელიც უშვილო წყვილებს შეეძინათ, გადალახული გაჭირვება თუ ჯანმრთელობის პრობლემები, განკურნებული ხეიბრები - მორწმუნეები საკუთარი მძიმე პრობლემების მოგვარებას დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარს მამა მერაბ დეკანოსიძეს და მის დაწერილ ხატებს უკავშირებენ.
„არასდროს არ მიფიქრია, რომ მოძღვარი გავხდებოდი. გავხდი მორწმუნე, როდესაც უწმინდესმა ტაძრების აღორძინება დაიწყო. მეც დავდიოდი ტაძარში, შავ სამღვდელოებაში და დამეწყო შთაგონება. ვარ დეკანის მოადგილე და ბოლო 10 წელი ვკითხულობ მხოლოდ იოანე დამასკელს და ამ ლიტერატურას. სულ ვეკითხებოდი ჩემს თავს, რა ხდება ჩემში? ბოლოს ხმა შემოდის ღამის 3 საათზე, დამთავრდა შენი ერისკაცობა, უნდა წახვიდე მონასტერში. ეტაპობრივად დავტოვე ყველაფერი და დიდ მარხვაში წავედი მონასტერში.
მონასტრიდან, რომ ჩამოვედი დიდ დიღომში ეკლესია შენდებოდა, უწმინდესმა მიმიყვანა, მოატანინა ნაკურთხი წყალი, მკითხა სახელი, მითხრა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა და სწრაფად ამეშენებინა ტაძარი. ისეთი მადლი გადმომეცა, ვიგრძენი, რომ სულ სხვა ადამიანი ვიყავი. მას შემდეგ დავიწყე ხატების წერა....
მოდის მრევლი და მეუბნება 8 წელია შვილი არა მყავდა და დამლოცე იქნებ მოხდეს რაღაცო... დავლოცე და ვუთხარი, რომ სამ თვეში იქნებოდა ფეხმძიმედ, ასეც მოხდა.
8 წლის განმავლობაში 3000-მდე ადამიანია ასეთი, ვისაც შვილი გაუჩნდა... იყო 52 წლის ქალბატონი, რომელსაც 19 წელი შვილი არ ჰყავდა... იტალიაში მცხოვრები, რომელსაც 3-ჯერ ხელოვნური განაყოფიერება ჰქონდა გაკეთებული, ექიმებმა უთხრეს, რომ შვილი არ ეყოლებოდათ და ახლა ჰყავთ...“, - ამბობს მამა მერაბ დეკანოსიძე „ღამის პრაიმ-თაიმში“.
ნახეთ გადაცემა სრულად ⇓