დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკვე თვე-ნახევარია, რაც „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონი დაიწყო და ამაზე საუბარი არ წყდება. რეალითი შოუ ნახვების რეკორდებს ყოველკვირეულად ხსნის. „პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსს“ ისევ ესტუმრა და გთავაზობთ მორიგ ექსკლუზიურ ინტერვიუს ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მონაწილესთან.
გოგა ჯაბაური ამ კვირაში აუტსაიდერების სკამზე დაჯდება, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მონაწილეებმა სახლში გასაშვებთა კანდიდატებს შორის დაასახელეს.
როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მაყურებელი 19 ნოემბერს შეიტყობს, მანამდე კი გთავაზობთ ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც გოგა ყველაზე აქტუალურ კითხვას პასუხობს - როგორ იშოვა მან მილიონი დოლარი.
გოგა ჯაბაური: - 5 წელი ცენტრალურ აზიაში ვცხოვრობდი. ვბაზირებდი ყაზახეთში, ქალაქ ალმათში, რომელსაც აქვს მენდელეევის ცხრილის ყველა რესურსი და სადაც არის ძალიან, ძალიან ბევრი მილიონერი. ალბათ, ეს იყო თანხის დახარჯვის ერთ-ერთი ფაქტორი.
მილიონი ძალიან დიდი წვალებით და დიდი კონტაქტების მოგროვებით ვიშოვე. მქონდა ტოპ-პროექტები, რომელთა ინვესტიცია იყო მილიონი, მილიონ-ნახევარი დოლარი.
თავისთავად ხვდებით, როდესაც საუბარია მილიონ და ნახევარ მილიონიან პროექტებზე, როგორი ადამიანები დადიან. როდესაც ადამიანს მოსწონხართ, კარგად მართავ მათ ბიზნესს, გაძლევენ იმის რესურსს, რომ შენც ფული იშოვო. ფულის შოვნა რეალურად, ნაცნობობაა. როდესაც ერთ და მეორე მხარეს აკავშირებ ერთმანეთს, იღებ კომისიას. ესაა 2 ან 3%, გამომდინარე აქედან, კარგი კავშირებით შეგიძლია სოლიდური თანხა იშოვო.
- რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ სოლიდური თანხის შოვნა შეძლოს?
- ბიზნესში არასდროს უნდა მოიპარო. ხელი არაფერზე უნდა წაგიცდეს, რადგან ცდუნება ძალიან დიდია... ყოველთვის ფულთან გაქვს შეხება. თუ გინდა რომ იცხოვრო, არ უნდა იყო ქურდბაცაცა, ამაზე ბევრი უნდა იმუშაო. სადაც მიდიხარ, შენი კარიერა მინიმუმ, 5 წელი უნდა დაუთმო შენ ერთ-ერთ მიზანს. უნდა იშრომო, დაეცემი ადგები და ასე შემდეგ. ჩვენი ცხოვრება არის როგორც აქცია, ავარდება ჩამოვარდება, ავარდება ჩამოვარდება... აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად გვაქვს შანსი, რომ ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია დავიწყოთ. ყველა ერთმანეთისთვის უნდა იყოს სასარგებლო, ადამიანები განა გამოვიყენოთ, არა, უბრალოდ ერთმანეთის რესურსით ვისარგებლოთ. ფულს ერთი გარიგებით ვერ იშოვი. 100 გარიგება მაინც უნდა გქონდეს...
ჩემი ბიზნესი იყო ასეთი - ქალაქ ტაშკენტში მქონდა შეხვედრა, ჩავედი, დავეკონტაქტეთ ერთმანეთს და ჩინეთში თხილი გავიტანეთ. ცნობილია, რომ უზბეკეთი თხილის წარმოებაში ერთ-ერთი პირველია, აგრარული ბიზნესი ისე კარგად აქვთ განვითარებული, რომ არალის ზღვა დააშრეს, რადგან თავიანთ ბამბა მოერწყოთ. ტიპებმა კომერციის გამო ზღვა დააშრეს.
- ვინ გყავდა მაშინ გვერდით და რა მიზანი გაქვს ახალა დასახული?
- გვერდით არავინ მედგა, ავიღე ბილეთი, არავის ვიცნობდი და წავედი. აზია მაინტერესებდა, თან ავირჩიე ისეთი ქვეყანა, სადაც ენის ბარიერი არ მექნებოდა, იციან ინგლისურიც და რუსულიც.
მიზანი ბავშვობიდან უნდა დავისახოთ. მე არ გავჩერდები, მყავს სამი შვილი, მაქვს მიზანი, რომ მათ ყველაფერი ჰქონდეთ. მინდა, რომ ძალიან კარგად ვიყო, ერთხელ ვცხოვრობ და კი არ უნდა ვიარსებო, უნდა ვიცხოვრო. ამის გამო 24 საათის განმავლობაში სულ ვმუშაობ.
პირველი ნაბიჯები რთული იყო, ეგრევე დიდი ფული მარტივი არ არის. ბევრი ფიქრობს, ამან არ იშოვა და გვადებილებს, ნაკლებად მაინტერესებს ვიღაცის მოტყუება, მე ჩემს თავს არ ვატყუებ,. მე ვიშოვე დიდი ფული, დავხარჯე, კიდევ ვიშოვი და კიდევ დავხარჯავ, მაგრამ უკვე სხვანაირად მივუდგები. სად 24 წლის რომ ხარ და სად 30... რესურსი უფრო ცოტა გრჩება.
რამდენიმე წელი საქართველოში ვიქნები ისევ, მცირე ბიზნესს დავალაგებ, რომელიც ფრენისა და მოგზაურობისთვის ხელს შემიწყობს.
- თავში ავარდნის მომენტი ხომ არ გქონია?
- არა. ძალიან თავმდაბალი ტიპი ვარ, ყოველთვის. არავის ზევით არ ვგრძნობ თავს. ბიზნესსაც რომ ვაწყობ, პირველი ორი წელი ჩემი გუნდი აკეთებს ფულს. როდესაც გუნდი კმაყოფილია, კმაყოფილია ინვესტორიც. საქართველოში რა პროექტებიც მაქვს გაკეთებული, სტანდარტულზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ თანამშრომლებს, იმიტომ, რომ მე მოთხოვნადი ვარ, საქმეში ვითხოვ ძალიან ბევრს. პანდემიის დროს სარესტორნო სფეროში დაახლოებით, 50 კაცი დავასაქმეთ, მათ გადაადგილების საშუალება ჰქონდათ, ყოველდღიური, კარგი ანაზღაურება... 8 საათს მუშაობდნენ. ყველა ახალგაზრდა იყო, გამოუცდელი. ავიყვანე სუფთა ფურცლები, რომელშიც ჩავდე ჩემი ინვესტიცია, განვანათლე კონკრეტული დარგით და წარმატებული ახალგაზრდები არიან. რესტორნის ბიზნესი ძალიან ბევრ ფულს გაძლევს. თან გაქვს პროფესია, რომელიც ყველგან გამოგადგება, რომელ ქვეყანაშიც უნდა მოხვდე. რესტორნის ბიზნესი არის ყველგან და ყოველთვის - ომის, პანდემიის დროსაც ყველას უნდა ჭამა და სმა. ეს არის დაბალი კლასის არისტოკრატია - სულ გაქვს არისტოკრატებთან შეხება, მაღალ ფენასთან და აქედან გამომდინარე, შენც ვითარდები.