უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გადადგა

ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გადადგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ერმაკის გადადგომის შედეგად  ცვლილებები იგეგმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„რუსეთს ნამდვილად სურს, რომ უკრაინამ შეცდომები დაუშვას. ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება. მე არ მსურს რომ ჩვენს პარტნიორებს კითხვები ჰქონდეთ უკრაინასთან მიმართებით .გადაწყვეტილება მიღებულია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.