მოსალოდნელია თოვლი, ქარის გაძლიერება - როდემდე გაგრძელდება უამინდობა ქვეყანაში
1740473369
Euronews-მა საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გამოაქვეყნა, რასაც ქართველი მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
გავლენიანი მედიასაშუალების მიერ ევროკავშირის წევრობის მსრუველი ქვეყნების ფოტოკოლაჟში საქართველოც არის დატანილი, თუმცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ცნობისთვის: ევრონიუსი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ დაარსებული არხი.
სატელევიზიო საინფორმაციო ქსელის სათაო ოფისი მდებარეობს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში. ქსელმა მაუწყებლობა 1993 წლის 1 იანვარს დაიწყო და აშუქებს მსოფლიო ამბებს ევროპული პერსპექტივიდან.