„ეს ქარიშხალი მრავლისმთქმელია... შენს გედივით ყელს შემოვევლე, ალავერდო!" - ცნობილი პოეტის ემოციური მიმართვა

alaverdi

გუშინდელმა ქარბორბალამ ალავერდის სამონასტრო კომპლექსსა და საკათედრო ტაძარს დიდი ზიანი მიაყენა.

სტიქიის შედეგად, გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ჩამოვარდნილია ჯვარი, დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის სარკმლები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, დაზიანებულია გარშემო ინფრასტრუქტურა და ახლოს მყოფი მსუბუქი ავტომობილები. 

"ფაქტობრივად, ყველაფერი მორყეულია, წარმოუდგენელია, რა ძალამ მოარყია, უზარმაზარი ლორფინის ქვები არის გაფრიალებული, როგორც ფარატინა ფურცელი"- აცხადებს ალავერდის ეპარქიის წინამძღავრი, მიტროპოლიტი დავით მახარაძე, საბბა ალავერდელი.

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი კი, ქართველებს ემოციური პოსტით მიმართავს.

"ქართველებო, ალავერდს ტორნადო დაატყდა თავს! 
გემუდარებით, გონს მოვეგოთ!
ნუ ვბილწსიტყვაობთ, ნუ ვთესავთ სიძულვილს!
ნუ ვამრისხანებთ უფალს!
ალავერდს მრავალი შემოსევა და ნგრევა ახსოვს, მაგრამ ეს შემზარავი ქარიშხალი მრავლისმთქმელია...
შენს გედივით ყელს შემოვევლე, ალავერდო!
უფალო, დაიფარე საქართველო!" - წერს თინათინი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, თინათინ მღვდლიაშვილს ეკუთვნის იმ დაუვიწყარი სიმღერების ტექსტები, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათებია: "ხმალი ავლესოთ, ქართველებო!" "მუმლი მუხასაო, დავით!" "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო"

ასევე დაგაინტერესებთ:

"ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე ავარიას, სასწაულებრივად გადაურჩა. თურმე, მაესტროს, წინ "მონანიება" ელოდა..." - გენიალური რეჟისორის 100 წლის იუბილე

"გოგის მოულოდნელ გარდაცვალებამდე ასეთი საოცარი რამ მოხდა..." - ცნობილი სიმღერების ტექსტის ავტორი უცნობი ისტორიები

"ფეოლა" იტალიურად და სიცილისგან სკამიდან გადავარდნილი იტალიელი ხმის რეჟისორის ამბავი