პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში მცხოვრებ გოგონებს, 12 წლის ლანა ლუკიანოვას და 13 წლის სვეტა ქსოვრელს ოჯახის წევრები ექვსი დღე ეძებენ. საბოლოოდ, ოჯახმა და პოლიციამ მათ თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლებასთან“ მიაგნო.
სად იმყოფებოდნენ გოგონები ამდენი ხნის განმავლობაში და ახლა როგორ გრძნობენ თავს, ამაზე „პრაიმტაიმი“ გოგონების დეიდას, ნათია ნარიმანიძეს ესაუბრა.
„ჩვენ მეტრო „თავისუფლებასთან“ ვნახეთ, თუმცა, სად იყვნენ, ამაზე არაფერს ამბობენ. კანონი მათ მხარესაა და ვერაფერს ვეკითხებით. თავს კარგად გრძნობენ..
გაქცევის მიზეზი არ ჰქონიათ, არც კონფლიქტი ყოფილა მანამდე. პოლიციამ მოგვიწოდა, რომ ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ, ალბათ მათ იციან ყველაფერი.“ - ამბობს მოზარდების დეიდა.