მეცნიერებმა დაასახელეს ხილი, რომელშიც კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერება აღმოაჩინეს - ახალი კვლევა
1767381960
"ერთჯერადი სუპი მინდა, ადუღებული წყალი რომ უნდა დაასხა და თეფში დააფარო", - იმის ნაცვლად, რომ თამაშობდეს და ფერადი ოცნებები ჰქონდეს, 8 წლის გოგონა, 21-ე საუკუნეში ამგვარ საკვებს ნატრობს. ეს ტრაგედიაა. ბავშვებს შიათ!
ახალგაზრდა ქალს, სუპზე მეოცნებე ამ გოგონას გარდა, კიდევ ორი შვილი ჰყავს - 11 წლის გოგონა და 6 წლის ბიჭი.
სოციალურ დახმარებას იღებენ. მხოლოდ ესაა მათი შემოსავალი. ბავშვების მამამ ბარგალკით ხელი და კისრის არე დაიზიანა და მძიმე მდგომარეობაშია. ვერ მუშაობს.
32 წლის ახალგაზრდა ქალი შვილებზე ფიქრში იტანჯება. გულ-ღვიძლი ეწვის და ყველაფერს ცდილობს, რომ პატარებს შიმშილი აარიდოს.
"გაზი არ მაქვს, შეშას ტყიდან ვზიდავ და ვჩეხავ. ჩვენი სადილია მაკარონი, კარტოფილი, ჩაი... თუ ვინმე ხორცს მომაწვდის, ბავშვებს ვუზოგავ და თავი გამაქვს ნელ-ნელა. ათასში ერთხელ ხილს და კამფეტს ითხოვენ. მე ბებიამ გამზარდა, ბევრი რამ მაკლდა. ამიტომ ვცდილობ, ამათ არ მოვაკლო", - ცრემლის გარეშე ვერ საუბრობს.
ამ ყველაფერს ისიც ერთვის, რომ ეს ახალგაზრდა ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვებით ქუჩაში რჩება. სახლის დატოვება უწევთ და არ იციან, სად უნდა წავიდნენ.
მოკლედ, ამ ოჯახს ძალიან, ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება და როგორც შეგიძლიათ, გვერდით დაუდექით. თუნდაც მცირედით, თუნდაც თითო ლარით...
პოსტს ერთვის ამ ოჯახის ახლობლის ანგარიშის ნომერი, რადგან ბავშვების დედის ანგარიშზე ჩარიცხვით, სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით, პრობლემას შევუქმნით.
საქართველოს ბანკი
GE56BG0000000182605600
თიბისი
GE57TB7602345061100103
დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ "ვიოლასთვის"
