3 იანვარს წლის პირველი სავსემთვარეობაა! - როგორი იქნება უახლოესი რამდენიმე კვირა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის

სავსე მთვარე

წლის პირველი სავსემთვარეობა!

3 იანვარს, საქართველოს დროით 14:02 სთ-ზე წლის პირველი სავსემთვარეობაა. კირჩხიბის ნიშნის მე-14-ე გრადუსზე. იდეა იბადება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში კი ხდება იდეის მატერიალიზაცია!

კირჩხიბი ეს არის იდეის ფორმირების, ჩანასახის სიმბოლიზაცია, მზე, ვენერა, მარსი და მერკური კი თხის რქაში იყრიან თავს, სწორედ სავსემთვარეობის ენერგია ეხმარება იდეის ჩანასახს გაღვივებასა და რეალიზებაში! ეს არის შედეგების დადების პერიოდი, რომელიც წინ უძღვის ახალი ციკლის დაწყებას!

ვნახოთ როგორი იქნება უახლოესი რამდენიმე კვირა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი - აქტუალურია საოჯახო, სახლთან დაკავშირებული საკითხები, შესაძლოა ახალ წელს ახალ სახლში ან ახალი ოჯახის წევრით შეხვდეთ.

კურო - ახალი ნაცნობობა, კომუნიკაციები, გადაადგილება, საინტერესო მოვლენების ეპიცენტრში ხართ. ნუ გაფანტავთ თქვენს რესურსსა და ენერგიას ქაოტურად, ეცადეთ სწორად გადაანაწილოთ დრო.
ტყუპები - აქტუალურია ფინანსებთან დაკავშირებული თემები, შესაძლოა სწორედ ახლა მიიღოთ იმ შრომის საფასული, რომელსაც ბოლო პერიოდში ელოდით.

კირჩხიბი - სადღესასწაულო განწყობა, უკეთესი მომავლის იმედი, ეს ყველაფერი თქვენი მოტივატორია. ცვლილებები მოსალოდნელია ნებისმიერ სფეროში, დაწყებული იმიჯით და დასრულებული ახალი საინტერესო ნაცნობობით.

ლომი - შესაძლოა გაგიჩნდეთ საკუთარ თავთან განმარტოების სურვილი, ასევე შესაძლოა გაიხსნას გარკვეული ურთიერთობა ან სიტუაცია, რომელიც აქამდე დაფარული იყო.

ქალწული - მეგობრები, საახალწლო ღონისძიებები, სოციალური აქტივობები...მოსაწყენად არ გცალიათ, ყველაფერთან ერთად გარშემომყოფთათვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდებით.

სასწორი - წარმატებით დაგვირგვინდება რაიმე საქმიანი პროექტები, ასევე შესაძლოა სტატუსის კუთხით ცვლილებები. ავტორიტეტის ზრდა და სიახლეები კარიერულ ასპარეზზე.

მორიელი - აქტუალურია უცხოეთთან დაკავშირებული თემები. შესაძლოა დაასრულოთ ან დასკვნით ეტაპზე გადავიდეს თქვენს მიერ წამოწყებული სასამართლო ან კანონთან დაკავშირებული პროცესები.

მშვილდოსანი - მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ძვრების პროცესში ხართ, რაც საკმაოდ ნაყოფიერი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან არაერთ პრობლემას დააღწევთ თავს. შესაძლოა გაიგოთ ახლობლის გარდაცვალების ამბავიც.

თხის რქა - პარტნიორული ურთიერთობები მეტად აქტუალურია. შესაძლოა ახალი საქმიანი შემოთავაზებით მოგმართონ, რომელიც პერსპექტივაში კარგ შემოსავალს მოგიტანთ.

მერწყული - გაერთეთ, მოილხინეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მთავარია ზომიერების დაცვა. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, აიმაღლეთ ენერგო-ტონუსი. ახლა დეტალები მნიშვნელოვანია.

თევზები - სასიყვარულო საკითხები და ბავშვები, აი ახლა ეს თემებია აქტუალური, გახალისდით, შეიქმენით საახალწლო განწყობა, ყველაფერი მალე სასიკეთოდ დალაგდება.