პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში, ლომისის მონასტრის სულიერი შვილისთვის, დედა იოანასთვის აშენდა მონასტერი, რომელიც მისი ფიზიკური მდგომარეობისთვისაა მორგებული. ცნობილია, რომ სახსრების დაავადების გამო, დედაო საწოლსაა მიჯაჭვული, მას კი ესაჭიროება სპეციალური, მისთვის ადაპტირებული გარემო.
დედაოს სურს, რომ აღნიშნულ მონასტერში შეიფაროს ქუჩაში დარჩენილი მარტოხელა დედები და მიუსაფარი ბავშვები.
„მადლობა, თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. ყველას გვახსოვს დედა იოანას მდგომარეობა, მისთვის აშენდა მცირე ზომის ადაპტირებული მონასტერი და დედა იოანას სურვილია, რომ ამ მონასტერმა შეიფაროს ქუჩაში დარჩენილი მარტოხელა დედები და მიუსაფარი ბავშვები.
მონასტერმა დაიწყო ფუნქციონირება და ჩვენი გეგმების განხორციელებაც დავიწყეთ, რომელიც მიზნად ისახავს, ქუჩაში დარჩენილი მარტოხელა დედების შეფარვას. ამჯერად, გვყავს წლინახევრის ბიჭუნა შეფარებული თავის დედიკოსთან ერთად, რომელსაც ღამე სკვერში უნდა გაეთიათ. ფოტოს არ ვდებთ უსაფრთხოების გამო რადგან მოძალადე მამა ეძებს. ამჯერად მონასტერში სალოცავს ვაკეთებთ, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება.
გვინდა შობამდე სალოცავის დამთავრება და თქვენი გულისხმიერებით და თითო ლარით. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს შევძლებთ. მადლობა გვერდში დგომისთვის.“ - ვკითხულობთ ფეისბუკ გვერდზე „დედა იონასთვის“.
თბს - GE04TB7000000365166786
საქართველოს ბანკი - GE30BG0000000161984935
მიმღები: დედა იოანას დედა, მარინე გაბაშვილი