პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი და მისი ოჯახი კლინიკის ექიმებს მუდმივად ემუქრებიან.
„მე აბსოლუტურად მესმის პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მან თავიდან გამოაცხადა, რომ ყველა იყო დასაჭერი. ჩემთვის არ უთქვამს შენ დაგიჭერო, მაგრამ ქალბატონი თამარ დავარაშვილი და ის ექიმები, რომლებიც იქ იყვნენ, ყველა ციხეში წახვალთ აბსოლუტურადო.
ეს დაჭერის ლაიტმოტივი, დაგიჭერთ, გაგაციმბირებთ, დაგხოცავთ, ეს მხოლოდ პაციენტის მხრიდან არა, მისი მთელი გარემოცვის მხრიდან მუდმივად, 9 თვის განმავლობაში მოდის. არც ეს არ გვაშინებს. მთავარია, პაციენტის ჯანმრთელობა იყოს კარგად. რითაც უნდა დაგვემუქრონ, რაც არ უნდა დაგვაბრალონ, ვიცი, რომ ჩვენი დიაგნოზი არის სწორი“, - განაცხადა ნადირაძემ.