ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს

chkhaidze

თუ პაციენტი გარკვეულ პერიოდში, მედიკამენტზე უარს ამბობდა, პირდაპირ ვამბობ, ესეც ამ ორგანიზაციის [ემპათიას] ექიმების რეკომენდაციებით ხდებოდა, - ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ კოლეგიალობის პრინციპს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს პირადად, რომ ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს. პაციენტი ასრულებს მათ რეკომენდაციებს. კალორაჟი, ყველაფერი შერჩეულია, კონსულტირებულია იმ ჯგუფის ექიმების მიერ. ეს არის ის კალორაჟი, რომელიც არის მინიმალური რაოდენობა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მისი ფუნქციების გასაუმჯობესებლად. თუ პაციენტი გარკვეულ პერიოდში მედიკამენტზე უარს ამბობდა, პირდაპირ ვამბობ, ესეც ამ ორგანიზაციის ექიმების რეკომენდაციებით ხდებოდა. ქალბატონი ჯიშკარიანი ყველა ზღვარს გადასცილდა. პარენტერალურ კვებაზეც პაციენტმა უარი განაცხადა. თვითონ ჯიშკარიანი აცხადებდა, რომ პარენტერალურ კვებაზე არ დათანხმდება იმიტომ, რომ კლინიკას არ აქვს ამის გამოცდილება. კლინიკას, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება, თუმცა აქამდე ადვოკატი ამტკიცებდა, რომ არ აქვს, როგორ შეიძლება არ ჰქონდეს პარენტერალური კვების გამოცდილება?! ჩვენ გვყავს რეანიმატოლოგების უძლიერესი ჯგუფი, რომლებიც მზად არიან ეს ჩვეულებრივი პროცედურა შეასრულონ“,- აღნიშნა ჩხაიძემ.