„მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა... არსებობს კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე“ - მედიუმის გაფრთხილება
1754942485
სააკაშვილი გახლავთ სასჯელმისჯილი პატიმარი, რომელიც არის რთული ქცევის მქონე და რომელიც ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ ეს კანონიერი სასჯელი აირიდოს თავიდან, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ის კრიმინალია და უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რაც აქვს მისჯილი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისურვებთ და მოვუწოდებთ მას, რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.