პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე კითხვებს პასუხობს.
სხდომაზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობენ.
ნინო ნადირაძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ახალ წელს კლინიკის პერსონალს საჭმლით გაუმასპინძლდა.
„ვივამედში“ ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით. საცივი ჰქონდა, სალათი ოლივიე. გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო. ერთად შეხვდნენ ისინი ახალ წელს... გარდა მაგისა, მამაოსაც შეჰქონდა. ხაჭაპურიც უჭამია. იმის თქმა რომ ჭამა არ შეუძლია, ეს ასე არაა... მე ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, სოფოსგან მაქვს ეს დასტური. შემიძლია დაგიდასტუროთ“, - ამბობს ნინო ნადირაძე.