„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ენერგო პრო

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს და ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის რამდენიმე სოფელს შეეხება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 მარტს 12:00-იდან 15:15 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძეგვი, ქვემო ნიჩბისი, ნიჩბისი, შიომღვიმის ტერიტორიაზე. 12:00-იდან 12:15 საათამდე და 15:00-იდან 15:15 საათამდე - აბონენტებს მცხეთაში გიორგობიანის, არმაზის, აღმაშენებლის ქუჩებზე, ციხედიდის ტერიტორიაზე, ძველ ქანდაში, ბურიანში.

31 მარტს 11:00-იდან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში რუსთაველის, კოსტავას, ჭონქაძის, 300 არაგველის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.