უკრაინამ ომსკის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყა

ქარხანა

უკრაინის დრონის თავდასხმის შემდეგ, რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

ომსკის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2 700 კილომეტრზე მდებარეობს, თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ეს კიევის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე შორეული თავდასხმა იყო მთელი ომის განმავლობაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დარტყმას მნიშვნელოვანი წარმატება უწოდა.

უკრაინულმა თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანია Fire Point-მა განაცხადა, რომ ომსკის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განახორციელა განახლებული FP-1 დრონებით. კომპანიამ ამ ფრენას რეკორდული უწოდა, როგორც მოიერიშე დრონების რეკორდული ფრენა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში.