„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მარტს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - წოდორეთში, ზემო ლისზე, მუხათწყაროში, მსხალდიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეეზღუდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გაზიფიცირება სოფელ გლდანში - მებაღიშვილის, მიქატაძის, ხერგიანის, მაისურაძის და მიმდებარე ქუჩებზე შეეზღუდებათ;

17 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ნავაზა, ახალდაბა, წითელსოფელი და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისში აღმაშენებლის ხეივანში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.