ცნობილია ჭავჭავაძეზე მოკლული კაცის ვინაობა
1741988330
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძის, ნუცუბიძის, თოფურიას, შავიშვილის და შავგულიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, ვასო გოძიაშვილის, მაჭავარიანი, მუხრანის, პეტრიწის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარდევანის, ბარისახოს, ჭრებალოს, სხვიტორის, ულიანოვის, ტრაპაიძის, ანდრონიკაშვილის, ყუშიტაშვილის, უწერის, ლიბანის, ხეჩუაშვილის და ხანძთელის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ტაბახმელას, დიმიტრი გულიას, გია გულუას, ვლადიმერ წითლანაძის, იაკობ ცურტაველის, შუშინის, ძმები სიმენსების, იოსებ გრიშაშვილის, ხონელის, ფირდოუსის და ხარფუხის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.