დეა და ნია - საყვარელი ტყუპები, რომელთა ვიდეობიც ძალიან გაგახალისებთ

დეა&ნია

დეა და ნია - ტყუპები, რომლებსაც უკვე მთელი საქართველო იცნობს. მათი ვიდეოები სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება. ბავშვებს დედა ვიდეოებს ხშირად უღებს.

გოგონების შესახებ, რომლებიც ყველას ახალისებენ, „პრაიმტაიმს“ დედა, დადუ ჩხეიძე უყვება.

თავად დადუ ჩხეიძე 22 წლის არის და უკვე სამი შვილი ჰყავს.  ტყუპები ახლა 2 წლის და 7 თვისები არიან, მათ კიდევ ერთი პატარა დაიკო ჰყავთ. ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს.

„ერთი ცუდად რომ ხდება, მეორეც აუცილებლად ცუდადაა.  დიდ ხანს ერთმანეთისგან სიშორეს ვერ ეგუებიან, იწყენენ ერთმანეთის გარეშე.

ცოტა პატარები რომ იყვნენ, უფრო განსხვავებულები იყვნენ, ერთი უფრო აქტიური იყო, მეორე ნაკლებად, მაგრამ ახლა რომ გაიზარდნენ, ორივე ძალიან ცელქიები გახდნენ. მესამე გოგო, ლილე, ძალიან უყვართ და სულ ეფერებიან“,- ამბობს გოგონების დედა. 

 

როგორც ბავშვების დედა ამბობს, ტყუპებს ოჯახში არავინ ელოდა.

„ძალიან გაგვიხარდა, თუმცა მართალი რომ გითხრათ, არ ველოდით არც მე და არც არავინ ოჯახში. ბაბუას დაბადებამდე არც სჯეროდა, ტყუპს რომ ველოდებოდით. შორეულ ნათესავებს ჰყავს ტყუპები, მაგრამ ახლო გენში არ გვყოლია. სულ ვოცნებობდი ტყუპზე და ამიხდა ეს ოცნება.