ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
რა სარგებელი მოაქვს ლოგინის გასწორებას ბავშვებისთვის?
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ლოგინის გასწორება?
აჩვენეთ, როგორ ასწორებთ საწოლს და მოუყევით თითოეული ნაბიჯის შესახებ. მაგალითად, „ბალიში და საბანი დავდოთ საწოლის ერთ კუთხეში, გავასწოროთ ზეწარი, შემდეგ გადავაფაროთ საბანი და შემოვაწყოთ ბალიშები“.
ცოტა უფრო სახალისო რომ იყოს, ბავშვებმა „ასწავლონ“ თოჯინას ლოგინის გასწორება. “სხვისთვის სწავლება გაამყარებს მათ ცოდნას“. რაც უფრო მეტს ვარჯიშობენ, მით უფრო თავდაჯერებულები გახდებიან და უკეთ დაალაგებენ. შეაქეთ ყოველთვის, როცა ეცდებიან საწოლის ალაგებას და ეცადეთ ებრძოლოთ საკუთარ თავს და არ შეასწოროთ მათი ნაშრომი. გაითვალისწინეთ, არ არის მნიშვნელოვანი, რომ საწოლი სრულყოფილად იყოს დალაგებული. მნიშვნელოვანია, რომ მათ სცადეს! შეიძლება თქვენთვის ეს პატარა საქმედ ჩანდეს, მაგრამ ბავშვებისთვის დიდი სამუშაოა.
თუ თქვენი შვილი აპროტესტებს ლოგინის გასწორებას, შეგიძლიათ შემოიტანოთ „სტიკერების“ ან სხვა ჯილდოების სისტემა.
წყარო: dedamicis.ge