როგორ გავუმკლავდეთ მიწისძვრას ბავშვებთან ერთად

ბავშვი

ერთი კვირის წინ დმანისში 6,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. მიწისძვრის შემდეგ მოსახლეობა ინტერტენსა და სოციალურ ქსელებში მიწისძვრის დროს გასათვალისწინებელ რჩევებს ეძებდა. ინფორმაცია, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, მიწისძვრის დროს ბავშვების უსაფრთხოებას ეხება.

მშობლები და ბავშვების აღზრდაში ჩართული პირები შეიძლება ყოყმანობდნენ, ელაპარაკონ თუ არა ბავშვებს საშიში მოვლენების, მათ შორის მიწისძვრის შესახებ. მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, ეს საუბრები საჭიროა. დიდი მნიშვნელობა აქვს  პატარებს აქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მათ გარშემო ხდება. ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად იმოქმედებს კატასტროფა მათზე გრძელვადიანად და მოკლევადიანად, ასევე სტრესისგან გამოჯანმრთელების უნარზე.

მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მიწოდებისას გაითვალისწინოთ ბავშვის ასაკი.

მიწისძვრამდე:
დარწმუნდით, რომ ბავშვების ოთახი დაცულია. გაითვალისწინეთ, რომ კედელზე ჩამოკიდებული ნახატები და საწოლზე დაკიდებული სათამაშოები კი ლამაზია, მაგრამ შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს მსგავს სიტუაციაში.

მოიკითხეთ თქვენი ბავშვის სკოლის ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კატასტროფის გეგმა. დარწმუნდით, რომ ნებისმიერს, ვინც თქვენს შვილზე ზრუნავს, აქვს ევაკუაციის გეგმა, რადგან მიწისძვრის შემთხვევაში თქვენ შეიძლება ვერ მიხვიდეთ თქვენს შვილთან დაუყოვნებლივ.

ესაუბრეთ თქვენს შვილებს. კატასტროფები ყველა ასაკის ადამიანს აშინებს, ამიტომ სასურველია, რომ არ გადადოთ ამაზე საუბარი და მიაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია 4-5 წლამდე.

გაივარჯიშეთ თქვენი ოჯახის გეგმა სახლში: წაახალისეთ ბავშვები, იპოვონ უსაფრთხო სივრცე სახლში და წინასწარ გაუნაწილეთ დავალებები.

 

წყარო: dedamicis.ge