სუპერ ელ-ნინიო ძლიერდება - რას უნდა ველოდოთ 2027 წლისთვის
1788983856
ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე, კარანტინის დასრულების შემდეგ, ყველა შესაძლო გართულების თავიდან ასაცილებლად, მშობლებს ურჩევს შვილები პედიატრთან მიიყვანონ. ამის შესახებ პედიატრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„კარანტინის პერიოდის გასვლიდან, სადღაც ორი კვირის შემდეგ, სასურველია მშობელმა ბავშვი პედიატრთან მიიყვანოს და ძალიან მარტივი სკრინინგი, რასაც პედიატრი გადაწყვეტს, ჩაუტაროს, რომ მშობელიც დამშვიდდეს და რამე არ გაიპაროს.
ვირუსის სათავიდან, 4 კვირამდე პერიოდში, თუ ბავშვს განუვითარდა ცხელება ან სხვადასხვა კლინიკური ნიშანი - გამონაყარი, ლიმფური კვანძის გადიდება კისრის მიდამოში, მუცლის ტკივილი, ეს უკვე ნიშნავს, რომ შესაძლოა ამ პაციენტს განუვითარდეს ე.წ. მულტიორგანული დაზიანების სინდრომი“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.