5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს რჩევა წაიკითხეთ
1739195940
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ყველა ის საერთაშორისო რეკომენდაცია, რომელიც ამბობს სასიკეთო იქნება ვაქცინაცია ბავშვისთვის აუცილებლად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 12 წლის ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია შესაძლებელია.
„გვინდა, რომ ყველა ის საერთაშორისო რეკომენდაცია, რომელიც ამბობს სასიკეთო იქნება ინტერვენცია ბავშვისთვის აუცილებლად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში. აქ მნიშვნელოვანი იქნება მშობლების მიერ რეკომენდაციების აღიარება და გადაწყვეტილების მიღება, რომ ბავშვები აიცრან.
ბუნებრივია ჩვენ ვმუშაობთ იმაზე რომ მცირე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული ვაქცინები ქვეყანაში მოხვდეს. ფაიზერს აქვს ასეთი ვაქცინა და მოკლე ხანში, ვფიქრობ გაზაფხულის შემდეგ იქნება უფრო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.
დღესდღეობით 12 წლის ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია შესაძლებელია, მიმდინარეობს, მაგრამ არა ისე ინტენსიურად როგორც სასურველი იქნებოდა. აუცილებლად უნდა გაიხსნას იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვი , ნებისმიერი ასაკის, როგორც ამის რეკომენდაციას გასცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ეს არის უკვე, მცირე ასაკში, ხუთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებზეა საუბარი, თუმცა უფრო მცირე ასაკის ბავშვებზეც საუბრობს უკვე ზოგიერთი ქვეყანა, ამის შესაძლებლობა შეიქმნას ჩვენთანაც. ამას გარკვეული მუშაობა დასჭირდება ბუნებრივია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრის დროს.