„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პანდემიის განმავლობაში - დღეს საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. წამყვანი ეპიდემიოლოგები ვითარების დასტაბილურებას ჯერჯერობით, გამორიცხავენ, რადგან მოსახლეობაში ვაქცინაციის კამპანიაში ჩართულთა ოდენობა, კვლავაც დაბალია.
ბავშვების კლინიკაში მიმართვიანობა ყოველდღიურად მზარდია. ჩნდება კითხვა, შესაძლოა თუ არა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებები გარკვეული პერიოდის მანძილზე დახურონ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭოზე იღებენ, თუმცა, დღეს ამ საკითხზე ცვლილებები არ ყოფილა.
„საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგების შეფასების საფუძველზე, პერიოდულად, ინდივიდუალურად ხდება წერტილოვანი ან სრული დაკეტვა“, - ამბობენ სააგენტოში.