თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრებოდა. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

სუს-ის ყოფილი უფროსს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი მოწმე იყო ძალიან მნიშვნელოვანი პირი.

"დღევანდელი მოწმე, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის იმდენად ბევრ ქოლცენტრთან კავშირში იყო და იმდენად ბევრ პირთან, ვინც ამაში იყო ჩართული, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუნდაც ანდრია ლილუაშვილთან მიმართებით, თუნდაც სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდან მფარველობის კუთხით, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ნებისმიერ მოწმესთან, ნებისმიერ პირთან, ვინც ამ სქემაში იყო ჩართული, გრიგოლ ლილუაშვილს ჰქონდა პირადი შეხვედრები და პირადად აბარებდა ანგარიშს გრიგოლ ლილუაშვილი, რა რაოდენობის თანხა უნდა მიეტანათ მისთვის და ა.შ ამაზე არ ვსაუბრობთ, ბუნებაში შეუძლებელია, რომ ასეთი მოწმეები არსებობდნენ.

დადგენილია, რომ ანდრია ლილუაშვილი იყო... სანდრო ლილუაშვილს უწოდებენ მას ის პირები, ვისთანაც ხშირი კონტაქტი ჰქონდა, ეს იყო ის პიროვნება, ვისი ხელითაც იმართებოდა ქოლცენტრები და ვისი ხელითაც მფარცელობდა ქოლცენტრებს,"- აცხადებს პროკურორი.