„იცის, როგორ მიყვარს ჩემი სამსახური და ზუსტად იმ ადგილას დამარტყა...“ - იოსებ სიგუა დუმილს არღვევს

იოსებ სიგუა

ხმაურიანი საქმის ფიგურანტი, იოსებ სიგუა „იმედის კვირასთან“ დუმილს არღვევს. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მეუღლესთან ურთიერთობაზე და დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს.

„ადამიანმა კარგად იცის ჩემი საქმიანობა პოლიციაში, იცის, როგორ მიყვარს ჩემი სამსახური და ზუსტად იმ ადგილას დამარტყა. სოფიას ჩემს მიმართ ძალიან მძიმე ბრალდებები აქვს წარდგენილი. ეგ ყველაფერი არის სიტყვიერი, მაგრამ არის აბსურდი. როგორ მიგაჩნიათ, ადამიანთან იცხოვრო 13 წელი, რომელიც ძალადობს, ყოველ ორსულობაში ვცემ, გაუსაძლის მდგომარეობაშია, ვძალადობ და ამას 13 წლის მერე ამხელა, მანამდე, თურმე ეშინოდა და ვერ ბედავდა. ეს ყოველივე არის აბსურდი,“ - ამბობს სიგუა.

ცნობისთვის, სოფია სიგუა მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში, სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. 

ვრცლად ↓