დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პანდემიის ისტორიაში პირველად, საქართველოში 25 იანვარს კორონავირუსის ანტირეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა თითქმის, 16 000-მდე მიაღწია. საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია ნაწილობრივ გათვალისწინებულია, ორგანიზაციები ონლაინ-მუშაობაზე გადავიდნენ.
თუმცა, არსებობს საკმაოდ რეალური საშიშროება იმისა, რომ სააღმზრდელო და სასკოლო დაწესებულელებში ვირუსმა ფეხი მოიკიდოს და მასობრივად დაინფიცირდნენ. გადავლენ თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებები ონლაინ-სწავლებაზე? ამაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია საუბრობს.
„სკოლებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურ მზაობას გამოხატავს და ბუნებრივია, ჩვენც ამ მზაობას ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები როგორც ონლაინ რეჟიმზე გდასვლის, ასევე ადგილზე სწავლების გაგრძელების. გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება, რამდენიმე მათგანი სრულად ონალინ რეჟიმზე გადავიდა, ნაწილი ჰიბრიდულ მოდელზე რჩება. ამდენად, სკოლები შერეული ფორმით გააგრძელებენ მუშაობას." - განაცხადა თამარ გაბუნიამ.