„ჩემი და აღარ მყავს...“ - 6 თვის ორსული გარდაიცვალა
1785138553
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 40-მდე მსმენელმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით დაასრულა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ და სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ როლანდ კვაჭაძემ. მათ კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
პროგრამის მიზანი იყო მსმენელთა პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში მათი ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.