უქმეებზე აშშ-ისა და ირანის მხრიდან თავდასხმების შეჩერების შემდეგ, ნავთობის ფასები ხუთ პროცენტზე მეტით შემცირდა

ნავთობი

უქმეებზე აშშ-ისა და ირანის მხრიდან თავდასხმების  შეჩერების შემდეგ, ნავთობის ფასები 5%-ზე მეტით შემცირდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კერძოდ, „როიტერის“ ცნობით, ნავთობის ფასები მას შემდეგ შემცირდა, რაც აშშ-სა და ირანს შორის თავდასხმების შეჩერებამ კონფლიქტის დეესკალაციისა და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენის დიპლომატიური გადაწყვეტის იმედები გააჩინა.

როგორც „როიტერი“ წერს, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასი 5.70 დოლარით, ანუ დაახლოებით 5.9%-ით შემცირდა და ბარელზე 91.08 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ამერიკული ნედლი ნავთობის ფასს, ის 4.80 დოლარით, ანუ დაახლოებით 5.4%-ით ნაკლებია და ახლა ერთ ბარელზე მისი ღირებულება 84.51 დოლარია.