„ჩემს ცოლს პუტინი ნაცემი ჰყავს" - კასპელი კაცი, ამბობს, რომ პუტინი ბავშვობაში სოფელ მეტეხში ცხოვრობდა

putini

ვერა პუტინა - ეს ის ქალია, რომელსაც სოფელ მეტეხში თითქმის ყველა იცნობს. ქალი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინის დედაა. 

მეტეხის მცხოვრებლები იხსენებენ, „როგორი ბავშვი იყო პუტინი“. ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ ყველას ახსოვს, როგორ სწავლობდა ბავშვობაში იგი მეტეხის სკოლაში. 

ამასთან, კასპში, მამაკაცი იხსენებს, რომ პუტინი ბავშვობაში სოფელ მეტეხში ცხოვრობდა და მის ცოლს ნაცემიც ჰყავს. 

„ჩემი ცოლი იცნობდა, ვიცი რომ ნაცემი ჰყავს. ერთი ის ვიცი, რომ ქართულად სუფთად ლაპარაკობს, მაგრამ არ საუბრობს“,- ამბობს მამაკაცი. 

კასპში მცხოვრებლებს ვერა პუტინას შესახებ „ფორმულა“ ესაუბრა.