ის ყველა ჩვენგანის დაკრძალვაზე კიდევ ბევრჯერ გაცივდება - ლუკაშენკო პუტინზე

ლუკაშენკო

ის სრულად ჯანმრთელი ადამიანია, ფიზიკურად ჯანმრთელი, მთელი ეს საუბრები იმისთვისაა, რომ რუსეთის შიგნით პრეზიდენტის მიმართ ნდობა დააზიანონ. არ გამოუვათ, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ TBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ფორმაშია ისე, როგორც არასდროს.

„ვიცი რატომ დამისვით ეს კითხვა. თუ გგონიათ, რომ პრეზიდენტი პუტინი ფიზიკურად ჯანმრთელად არაა, ან კიდევ რამე მოუვიდა. ის, როგორც ჩვენთან ამბობენ, ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალია. ის ბევრჯერ გაცივდება ყველა ჩვენგანის დაკრძალვაზე, როგორც ჩვენთან ამბობენ. აბსოლუტურად ადეკვატური და ნორმალური ადამიანია. ამიტომ, დაე, დასავლეთმა და თქვენც ამოიგდეთ თავიდან ეს, როგორც ჩვენთან ამბობენ, სისულელე, ეს გამოგონილი. პუტინი აბსოლუტურად ადეკვატურია. ის ფორმაშია ისე, როგორც არასდროს. ასრულებს ფუნქციურ ვალდებულებებს კონსტიტუციის მიხედვით”, – თქვა ლუკაშენკომ პუტინზე საუბრისას.