პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილი ექიმი, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი გულიკო ჩაფიძე პირად ტრაგედიაზე საუბრობს:
„უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, სანამ ძალიან დიდი ტრაგედია არ დატრიალდა ჩემს ოჯახში. 1989 წელს მოხდა ის, რომ ჩემი უმცროსი შვილი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და დაიღუპა. მაშინ მოხდა ჩემთვის, რომ მიწა გასკდა, ცა ჩამოიქცა. ეს იყო რაღაც საშინელება. ამის წარმოდგენა კი არა... ამის მოყოლაც არ შეიძლება. ჩემი უმცროსი შვილი ექიმი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, მერე კასკადივით წამოვიდა ყველაფერი. რამდენიმე წელში მეუღლე გარდამეცვალა.
ყოველ დილას მიდიოდა შვილის საფლავზე, შემდეგ სამსახურში, მერე ისევ საფლავზე და იქიდან სახლში ბრუნდებოდა. წლების განმავლობაში ასე იყო. იმ დღეს, როდესაც დაიღუპა, შაბათი იყო. სამსახურში წავიდა, ოპერაცია გააკეთა და შემდეგ, მეგობართან ერთად იყო. გურამ საღარაძე მიყვებოდა, ნარდს ვთამაშობდით, გავფრცქვენი მანდარინი, პირში ჩავუდეო, მერე იმან გაფრცქვნა, მაწვდიდა და უკან-უკან წავიდა... ზურაბ, რას აკეთებ, რას მაიმუნობო... და ადგილზე გათავდაო.
რამდენიმე წელიწადში უფროსი შვილი გარდამეცვალა. ფილტვების სიმსივნე ჰქონდა. განაჩენი იყო, რომ ორი თვე გაძლებდა. ერთი წელიწადი ვიბრძოდით და თვითონაც ძალიან იბრძოდა. მეორე შვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი 23 წლის ბიჭი, ისიც ასე უეცრად დაიღუპა.
ლაპარაკობდნენ, როგორ გადაიტანე, როგორ ხარო. რა გადავიტანე, ისინი სულ ჩემთან არიან. თქვენ გესაუბრებით, ავადმყოფს ვნახულობ, დავდივარ, ტვინში სულ ეს მაქვს. ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, თქვენმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ თვალზე ცრემლი არ უნახავთო. ჩემ ოთახს უნახავს ჩემი ცრემლი, ჩემ ბალიშს. აი, ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ კიდევ ვცოცხლობ. ამას სიცოცხლე ჰქვია? მე არაფერი გადამიტანია. მე ყოველ საათს, ყოველ წუთს ვიტან ამას.
ახლა შვილთაშვილები მყავს, ტყუპი, შვილიშვილები, მათთვის მიდგას სული და მათი შეწუხება არაფრით არ მინდა. არ მინდა იცოდნენ, რომ რამე მაწუხებს,“- ამბობს გულიკო ჩაფიძე ერთ-ერთ გადაცემაში.