VIDEO: უკრაინაში ოკუპანტები დაღუპულ „ამხანაგებს“ საკუთარი ხარჯებით მარხავენ, წუწუნებენ, რომ ეს ძალიან ძვირია - ჯარისკაცის ფარული ჩანაწერი უკრაინაში ვრცელდება

Chanaceri

რუსი დამპყრობლები იძულებულნი არიან, უკრაინაში დაღუპული "ამხანაგები" საკუთარი ხარჯებით დამარხონ, ისინი ჩივიან, რომ ეს ძალიან ძვირი ჯდება. 

რუსი ჯარისკაცის საუბრის ჩანაწერს უკრაინული გამოცემა YNIAN Telegram-ზე ავრცელებს. 

ამავე დროს, ოკუპანტები  ამბობენ, რომ "რუსეთის ფედერაციის "სპეცოპერაცია" უკრაინაში ორგანიზებულია ისე, რომ ეს ჯარისკაცებისთვისაც და მთელი მათი ხელმძღვანელობისთვისაც დასასრულია. 

ეს არის რუსი ოკუპანტების სატელეფონო საუბრებიდან ამონარიდი, რომლის ჩაწერაც СБУ-მ მოახერხა.

"გავურბივარ ჩხუბს, ხორცივით მიდიხარ და არაფრის ნებას არ გაძლევენ, ხელმძღვანელობა აღარაა, არც კი ვიცი, რატომ დაიწყო ეს სპეცოპერაცია". - ამბობს ოკუპანტი. 

ვინაიდან, ხელმძღვანელობამ ამ ომში დაღუპულები "დაკიდა", როგორც ჩანაწერში ჯარისკაცი ამბობს, ისინი აჯანყებისთვისაც კი მზად არიან.

"ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას. ის, რომ ბიჭები აღარ არიან, არ ადარდებთ." - თქვა ოკუპანტმა. 

ამ ჩანაწერს უკრაინული მედია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომში დაღუპული რუსებისთვის მათმა პრეზიდენტმა პოლიეთილების ტომრები მოამზადა. 

"ალბათ, რაც მათ ჯერ კიდევ არ იციან არის ის, რომ პუტინმა დაკრძალვის ნაცვლად, 40 000 პოლიეთილენის ტომარა იყიდა თავისი ჯარისთვის." - წერს გამოცემა.