1733169705
„არა მგონია ღმერთმა, სამსჯავროზე, ნანგრევებში მოყოლილი პატარების ცოდვის მიწერა გვაპატიოს....“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თურქეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს.
„ვწუხვარ თურქეთში და სირიაში საზარელი მიწისძვრით დაღუპულთა და დაზარლებულთა გამო. ვწუხვარ იმ ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის გამოც, ეს ღმერთის აუცილებელი სასჯელი რომ ჰგონია სხვა რწმენის მქონეთა მიმართ. ახალი აღთქმის უფალი ანუ ქრისტე, არა სასჯელის, არამედ თანაგანცდის ღმერთია, რომელმაც ,,თვალი თვალის წილ" გააუქმა და უცხოს შემჩნევა დაავალა ადამიანს. არა მგონია ამ ღმერთმა, სამსჯავროზე, ნანგრევებში მოყოლილი პატარების ცოდვის მიწერა გვაპატიოს. ,,აია სოფია“ მსოფლიო კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია და შესაძლოა მისი პირვანდელი ფუნქციის შეცვლა არც მე მომწონდეს, მაგრამ ათი ,,აია სოფია" არ ღირს ერთი უცოდველი პატარა ბავშვის სიცოცხლედ, რადგან ტაძრები ადამიანებისთვის შენდებიან ოდითგანვე და აწიც ასე იქნება“, - წერს გიორგი კეკელიძე.