"ბავშვებო, თუ ცუდ ნიშანს დაგიწერენ ჩემ გამო, ძალიან ნუ გამლანძღავთ" - რა სიახლეა გიორგი კეკელიძესთან

kekel

"თომა ბავშვთა ქალაქის შენებას იწყებს" - გიორგი კეკელიძის ეს ზღაპარი სასკოლო სახელმძღვანელოში შევიდა.  "ბავშვებო, თუ ცუდ ნიშანს დაგიწერენ ჩემ გამო, ძალიან ნუ გამლანძღავთ" - ხუმრობს ავტორი სოციალურ ქსელში.

"პრაიმტაიმთან" კი ამბობს, რომ ამ ძალზე საამაყო ფაქტის გამო, უხერხულობის განცდა აქვს. 

გიორგი კეკელიძე: ქართული სახელმძღვანელოების მეორე-მესამე კლასში ჩემი თომას ზღაპრები შეიტანეს. წელს უკვე ისწავლება. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია, ბუნებრივია.

არა ერთმა მშობელმა და მასწავლებელმა მომწერა. მიხარია, რომ ბავშვებს მოსწონთ ჩემი ნაწარმოებები, თუმცა ამავდროულად, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ჩემი შემოქმედება მათთვის სავალდებულო წასაკითხ საგნად იქცა.

მგონია, რომ ეს ყველაფერი ცოტათი ნაადრევიც კი იყოს, მაგრამ რახან ავტორებმა ასე გადაწყვიტეს, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.