ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
1732653535
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020-2021 წლის მიმდინარე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ამ დროისთვის C ჰეპატიტის სკრინინგი 2.3 მილიონმა ზრდასრულმა ადამიანმა გაიარა, აქედან 96 000-ზე მეტს ქრონიკული ინფექცია აღმოაჩნდა და 78 000-მა იმკურნალა.
როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სულ ახლახანს გამოცემული მიმდინარე ანგარიში ხაზს უსვამს ამ კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესს.
„აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხარდაჭერით საქართველო აგრძელებს C და B ჰეპატიტების აღმოფხვრაზე მუშაობას. სულ ახლახანს გამოცემული მიმდინარე ანგარიში ხაზს უსვამს ამ კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესს. ამ დროისთვის C ჰეპატიტის სკრინინგი 2.3 მილიონმა ზრდასრულმა ადამიანმა გაიარა, აქედან 96 000-ზე მეტს ქრონიკული ინფექცია აღმოაჩნდა და 78 000-მა იმკურნალა. მკურნალობადასრულებული პაციენტების 98%-ზე მეტი დაავადებისგან განიკურნა. 2021 წელს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა სეროპრევალენტობის კვლევამ აჩვენა, რომ ქრონიკული C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა 2015 წელს 5.4%-დან 2021 წელს 1.8%-მდე შემცირდა. B ჰეპატიტის კუთხით ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა ვაქცინაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია და ადასტურებს რეგიონული საკონტროლო მიზნების მიღწევას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.