პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხარკოვში კურსდამთავრებულმა მშობლიური №134 სკოლის ნანგრევებთან ვალსი იცეკვეს. ქალაქის ყველა სკოლის მოსწავლე დანგრეულ შენობასთან მივიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
სკოლის შენობა რუსულმა ძალებმა 27 თებერვალს დაბომბეს. უკრაინელმა დამცველებმა შენობაში მყოფი დამპყრობლების ოცეული გაანეიტრალეს.
ახლა კი კლასის მოსწავლეთა მესამედმა სკოლის ნანგრევებზე ვალსი იცეკვა. სხვა სტუდენტები ხარკოვის გარეთ არიან დარჩენილები.
„ჩემთვის საშინელებაა, მით უმეტეს, სკოლა დანგრეული რომ დავინახე, მთელი დღე ვუყურებდი, ჩემი სახლი სკოლიდან 500 მეტრშია, სროლის ხმა გავიგე და მამაჩემთან ერთად სახლის მეორე სართულზე ავედი, შემეშინდა. ის, რომ აქ დამპყრობლები დაიღუპნენ, ჩემთვის კარგი ამბავია. დღეს კი ვამთავრებ და ბედნიერი ვარ, სკოლას ვამთავრებ“, - განაცხადა გლებ ოპაშნიანმა.